გიორგი ლაღიძე – „საგუშაგო მდებარეობს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაუქმდეს“

პარტია „მომავალი საქართველო“-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე, სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ხაშურის რაიონში, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას ტყეში ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნის ფაქტს. ვფიქრობ, ეს არის მისასალმებელი და სწორი ნაბიჯი. რაც შეეხება ე.წ. ოსური მხარის პოზიციას, ის აშკარად პროვოკაციებს შეიცავს და მიმართულია სიტუაციის ესკალაციისაკენ.

საგუშაგო მდებარეობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ის, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაუქმდეს. მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მეტი აქტიურობისაკენ,მინდა ამ საკითხში ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადო ქართულ პოლიციას და პოლიტიკურ ძალებს მოვუწოდო კონსოლიდაციისაკენ. ეს არის თემა, სადაც ყველა უთანხმოება გვერდზე უნდა გადავდოთ და ერთად ვებრძოლოთ ოკუპაციას!“ – აცხადებს გიორგი ლაღიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მედია