„პრეზიდენტი მკვლელებს იწყალებს და ძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი, ჯანმრთელობაშერყეული პატიმრებს უარს ეუბნება“-გიორგი ლაღიძე (ვიდეო)

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის  მიერ  3 მკვლელისა და 1 ძებნილის შეწყალებას  პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  საჭიროა შეიქმნას საგამოძიებო კომისია, იმ შემთხვევაში,  თუკი  გამოიკვეთება პრეზიდენტის კონკრეტული ბრალეულობა, მაშინ აუცილებელია  დადგეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის  საკითხი:

„სამწუხარო ფაქტია, რომ პრეზიდენტმა მკვლელები შეიწყალა, მართალია ეს მისი დისკრეციული უფლებაა, მაგრამ მაშინ როცა,  პრეზიდენტს შეწყალებას სთხოვენ  მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი, ჯანმრთელობაშერყეული პატიმრები და  მათ პრეზიდენტი უარს ეუბნება, ამ დროს  კი მკვლელებს იწყალებს-  ეს სამართლიან ეჭვს ბადებს,რომ  შესაძლოა საქმე გვქონდა  კოპრუფციულ გარიგებასთან.

 რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ მოროტორიუმის გამოცხადებას შეწყალებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ,   არ არის სწორი და კეთილგონივრული საქციელი, რადგანაც პრობლემა შეწყალების ინსტიტუტის გაუქმებაში, ან პრეზიდენტზე ამ უფლების  შეღუდვაში  კი არ არის, არამედ საუბარია მორალზე- პრეზიდენტი რამდენად კეთილსინდისიერად იყენებს თავის  დისკრეციულ უფლებას. 

თუ პრეზიდენტმა არ იცოდა  რაზე აწერდა ხელს, მაშინ უფრო ტრაგი-კომიკურ პერსონასთან გვაქვს საქმე. ამ ყველაფერს ფულის სუნი ასდის. ჩემი აზრით,  აუცილებელია  შეიქმნას  საპარლამენტო-საგამოძიებო  კომისია, რომელიც შეისწავლის  რასთან გვაქვს საქმე.გამოძიების შედეგად  თუკი  გამოიკვეთება,პრეზიდენტის კონკრეტული ბრალეულობა, მაშინ აუცილებელია  დადგეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის  საკითხი“-განაცხადა გიორგი ლაღიძე. (ვიდეო)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მედია