შეწყალებას აშაკარად დოლარების სუნი უდის, საჭიროა დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურები – გიორგი ლაღიძე

„ფაქტია, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელებისა და ძებნილების შეწყალება,  მორალისგან ძალიან შორს არის და აშკარად დოლარების სუნი უდის, რასაც კრიმინალისკენ მივყავართ, გასაგებია რომ შეწყალება პრეზიდენტის აბსოლუტური დისკრეციული უფლებაა,მაგრამ მადამ პრეზიდენტის მხრიდან ამ უფლების ბოროტად და მიკერძოებულად გამოყენება რომ ხდება ესეც ფაქტია.

გამოსავალი ის კი არ არის, რომ პრეზიდენტს შეწყალების უფლება შეეკვეცოს, არამედ საჭიროა დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურები, რომელიც ამ თანამდებობაზე ყოფნით ქვეყანას საგარეო და საშინაო პოლიტიკაში პრობლემას უქმნის და რბილად რომ ვთქვათ, მისი ქცევა არაადეკვატური და სამარცხვინოა“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მედია