გიორგი ლაღიძე: „ისინი იმ სასამართლოს პირმშოები არიან, რომელმა სასამართლომაც ათასობით ადამიანი უსამართლოდ გამოამწყვდია ციხეში“

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე  პარლამენტში  მიმდინარე  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მოსმენის შესახებ აცხადებს, რომ ეს   მოსამართლეები,  იმ სასამართლოს პირმშოებია არიან,  რომელმა სასამართლო სისტემამაც  წლების განმავლობაში ათასობით ადამიანი უსამართლოდ გამოამწყვდია ციხეში.

„საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მოსმენა,ახალი არაფერია,  ასე გრძელდება წლების განმავლობაში.

ისინი  იმ სასამართლოს პირმშოებია არიან,  რომელმა სასამართლო სისტემამაც წლების განმავლობაში ათასობით ადამიანი უსამართლოდ გამოამწყვდია ციხეში და სინდისის ქეჯნა არ აწუხებთ.

ფარსია მათი მხრიდან სასამართლოს დამოკიდებულებაზე და ობიექტიურობაზე საუბარი,ეს ყველაფერი ერთი მსახიობის თეატრის მაგონებს და მთავარი მოთამაშე ვინც არის,  საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის.

ასე,  რომ ძვირფასო პარლამენტარებო,  ამ კანდიდატებიდან რომელს დაამტკიცებთ მოსამართლედ ეს სასამართლო სისტემას სასარგებლოს არაფერს შესძენს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მედია