გიორგი ლაღიძე:„აზეირბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაუყონებლივ დატოვონ დავით გარეჯის ტერიტორია, იქ მათ არაფერი ესაქმებათ “ (video) გიორგი ლაღიძე:„აზეირბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაუყონებლივ დატოვონ დავით გარეჯის ტერიტორია, იქ მათ არაფერი ესაქმებათ“

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე დავით გარეჯის   ირგვლივ განვითარებულ მოვლენეზე,  პრემიერ გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას  უარყოფით შეფასებას აძლევს და   აცხადებს, რომ  არ მივიღებთ დიდ  წყალობად იმას, რომ თითქოდა სასულიერო პირებს შეუშვებენ  გარეჯის ტერიტორიაზე, ეს  არის დამცირება.

„ აზერბაიჯანულმა მხარემ  ძალისმიერი მეთოდით მოახდინა დავით გარეჯის ოკუპაცია და ამას   არცერთი ქართველი აროსოდეს შეეგუება, ეს   ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა.

ჩემში დიდ გაკვირებას იწვევს ერთი რამ, მაშინ როცა  ყველა რუკების მიხედვით და 1938 წლის  5-7 მარტის  რუკებით(რომლითაც სარგებლობს კომისია) უდაბნოს მონასტერი და ჩიჩხიტური არის საქართველოს შემადგენლობაში, რატომ დგანან იქ  დღეს აზეირბაიჯანელი მესაზღვრეები და  რატომ გვიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ დატოვონ ეს ტერიტორია?

ასევე პრობლემაა ბერთუბნის მონასტერთან მისვლაც, ეს გახლავთ უნიკალური ქართული ქრისტიანული ძეგლი და მას ალბანურთან არანაირი კავშირი არ აქვს- რატომ გვიწვს ხვეწნა აზერბაიჯანულ მხარესთან, რომ იქ  ქართველები შეუშვან?ასაუბარი იმაზე, რომ რაიმე წინსვლაა,  არ მიმაჩნია ეს ხელშესახებ მიღწევად.

 ბოლო  დროს  სულ გვიწევს  საუბარი  ჩიჩხიტურის და უდაბნოს მონასტერზე,  რომელიც არის საქართველოს საზღვრებში, მაგრამ რატომღაც  გვიწვეს ხვეწნა,  რომ იქ შეუშვან  ქართველი მომლოცველები?   დიდ წყალობად   რატომ მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ   იქ  შეუშვა ქართველი  მომლოცველები და სამღვდელოება?

ჩვენ არ მივიღებთ დიდ  წყალობად იმას, რომ თითქოდა სასულიერო პირებს შეუშვებენ  გარეჯის ტერიტორიაზე, ეს  არის დამცირება… დღეს შეუშვებენ, ხვალ გაბრაზდებიან და ისევ  ჩაკეტავენ-ეს ყველაფერი უნდა მოიხსნას.

სასწრაფოდ გავიდნენ აზეირბაიჯანელი მესზღვრეები  დავით გარეჯის  ტერიტორიიდან. არასოდეს შევეგუებით  გარეჯის ოკუპაციას. ამბობენ, რომ თითქოსდა ხელოვნურად ხდება ამ თემის წამოწევა, ჩაბრძანდნენ და ნახონ რაც  იქ ხდება… კეთილმეზობლობა ორმხრივი  ვიცი. აზეირბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაუყონებლივ  დატოვონ  დავით გარეჯის ტერიტორია, იქ მათ არაფერი ესაქმებათ. 

 ჩვენ ბოლომდე გავაგრძელებთ ბრძოლას დავით გარეჯისათვის და ასევე მოვუწოდებთ ყველა პატრიოტს,  ხმა აიმაღლოს დავით გარეჯის დასაცავად“-განაცახადა  გიორგი ლაღიძემ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მედია