გიორგი ლაღიძე: „ჩვენ არ დავთმობთ დავით გარეჯს, ეს უნდა გააცნობიეროს ალიევის ხელისუფლებამ“

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე, გუშინ დავით გარეჯში მომხდარ ინციდენტს სოციალური ქსელით გამოეხმაურა:

„ჩვენ დღეს მივიღეთ სამწუხარო ინციდენტი და ეს დასაგმობია, თუმცა, მინდა საკითხს სიღრმისეულად ჩავუღრმავდეთ. ხელისუფლება სირაქლემას პოზიციაშია და ეს ძალიან ცუდია. საკითხი მოითხოვს გადაწყვეტას და თანაც ძალიან სწრაფად. დავით გარეჯი არის საქართველოს ტერიტორია და ქართველი ხალხი არ დათმობს იქ არსებულ ეკლესია-მოინასტრებს, ეს უნდა გააცნობიეროის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ და ეს უნდა გააცნობიეროს ალიევის ხელისუფლებამაც.

მინდა ასევე მოვუწოდო პოლიტიკურ სპექტრს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოებას, იაქტიურონ ამ საკითხთან დაკავშირებით და ვაიძულოთ ხელისუფლება უფრო აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესებში. ყველამ კარგად ვიცით, რომ იქ არის მოჩვენებითი სიმშვიდე და მუდმივად არის დაძაბული ვითარება. ამ სიტუაციის განსამუხტად საჭიროა პირველ ეტაპზე აღდგეს არსებული სტატუს-ქვო და საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ ქართულ ტაძრებთან მისვლისა და მოლოცვის საშუალება.

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მედია