„კმარა დუმილი დავით-გარეჯის ოკუპაციასთან დაკავშირებით – ხალხი არ გაპატიებთ ამ მზაკვრობას!“ – გიორგი ლაღიძე

კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას! კმარა დუმილი და მონური დამოკიდებულება დავით-გარეჯის ოკუპაციასთან დაკავშირებით, თქვენი დუმილი დანაშაულის ტოლფასია. საქართველოს მოსახლეობა და მომავალი თაობები არ გაპატიებენ ჩვენი სიწმინდეების და ისტორიული მიწის გასხვისებას. დაუყოვნებლივ ამოიღეთ ხმა და გადადგით ქმედითი ნაბიჯები აზერბაიჯანის თავსგასული ქმედებების წინააღმდეგ, არც ფული არც ძვირფასეულობა და ფუფუნება, არ არის სამშობლოზე ძვირფასი. ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი სიწმინდეა და ნუ უთმობთ გადამთიელთ რომელთაც იქ არაფერი ესაქმებათ. იცოდეთ, ქართველ ხალხთან ერთად ღმერთი არ გაპატიებთ ამ მზაკვრობას!

გიორგი ლაღიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მედია