გიორგი ლაღიძე – „ხალხს მობეზრდა რეკლამირებული ოპოზიცია, რომელმაც ყველანაირი რესურსი დიდი ხანია ამოწურა“

„დღეს ქვეყანაში არის უმწვავესი ვითრება, ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება მონაწილეობა მივიღოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში“ – ეს განცხადება პარტია „მომავალი საქართველო“-ს ლიდერმა გიორგი ლაღიძემ, პრესკონფერენციაზე გააკეთა, პარტიის ლიდერის თქმით, ქვეყნის წინსვლისთვის საჭიროა ძირეული ცვლილებები.

„ცვლილებების განხორციელება ეს არის საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოთხოვნა. ადამიანები ხვდებიან, რომ ქვეყნის წინსვლისა და განვითრებისთვის ძირეული ცვლილებებია საჭირო. პოლიტიკურმა სპექტრმა უნდა მოახერხოს მშვიდობიანი მეთოდებით ხელისუფლების შეცვლა. ასევე მნიშვნელოვანია, პოლიტიკაში იყვნენ ახალი სახეები. ხალხს მობეზრდა ეს რეკლამირებული ოპოზიცია, რომელმაც ყველანაირი რესურსი დიდი ხანია ამოწურა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია საარჩევნო კამპანია თანაბარ პირობებში წარიმართოს, აქ ყველაზე საყურადღებოა მედიის მხარდაჭერა. ამ საკიტხზე მე ვგეგმავ შევხვდე ჩვენს დასავლელ პარტნიორებს რომლებიც საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან და მოვახსენო საკუთარი მოსაზრებები“ – განაცხადა გიორგი ლაღიძემ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მედია