„საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულება, არაკომპეტენტურობის და ქვეყნის ფეხებზე დაკიდების ტოლფასია“

პარტია „მომავალი საქართველო“-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს ავრცელებს:

„თუნდაც დავით-გარეჯის საკითხისადმი პოლიტიკური სპექტრის დამოკიდებულება მაფიქრებინებს რომ, სასიცოცხლოდ აუცილებელია ახალი პოლიტიკური ძალების გააქტიურება, რა დამოკიდებულებაც პოლიტიკურ პარტიათა უმეტესობას დავით-გარეჯის საკითხის ირგვლივ გააჩნიათ რბილად რომ ვთქვათ არაკომპეტენტურობის და ქვეყნის ფეხებზე დაკიდების ტოლფასია, საქართველოს ძირძველ მიწაზე უცხო სახელმწიფოს ჯარისკაცები დგანან ოკუპირებული აქვთ ჩვენი სიწმინდეები ამ საკითხზე კი თითქმის ერთნაირი პოზიცია უკავია ხელისუფლებას და ე.წ. წამყვან ოპოზიციურ ძალებს, მე გეტყვით რომ თქვენ არ აზროვნებთ ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე,თქვენი სრული კაპიტულაცია გვაფიქრებინებს რომ ან ვერაგული ღალატია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ან უბრალოდ 30 ვერცხლად მიეყიდეთ სხვა ქვეყნის ინტერესებს, ქართველი ხალხი არასოდეს შეეგუება დავით-გარეჯის დაკარგვას და მოვა დრო ყველა ვისაც ამ საკითხში ბრალი ,მიუძღვის უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე“ – წერს გიორგი ლაღიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *