პარტია „მომავალი საქართველო“ საარჩევნო კამპანიას იწყებს

პარტია „მომავალი საქართველო“ -ს ლიდერის, გიორგი ლაღიძის განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური მზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ჩვენს პარტიას, საქართველოს მთელ რიგ რეგიონებსა და რაიონებში ეყოლება ღირსეული კანდიდატები. ჩვენ, ასევე გვეყოლება დედაქალაქის მერობის კანდიდატი.

პარტია „მომავალი საქართველო“ იწყებს აქტიურ საარჩევნო კამპანიას. ჩვენ შემოვივლით საქართველოს თითოეულ რაიონსა და სოფელს. შევხვდებით მოსახლეობას და გავეცნობით მათ პრობლემებს. მინდა მოვუწოდო ადამიანებს, ვისაც სჯერა ჩვენი პოლიტიკური საქმიანობის, შემოგვიერთდნენ, რათა ერთად შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე უკეთესობისკენ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *