გიორგი ლაღიძე – ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!

ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და პოლიტიკური ტემპერატურა კიდევ უფრო მეტად აიწევს. ე.წ. ძირითადი პოლიტიკური ძალები („ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“) ერთმანეთის მიმართ ბრძოლას წესების გარეშე აწარმოებენ. ჩვენი საზოგადოება კი, რომელიც უკიდურესად გაღატაკებული და იმედგაცრუებულია დაიღალა ამ მასკარადით და დიდად არ ანაღვლებს ვინ დარჩება ამ ბრძოლაში გამარჯვებული. ადამიანებს სრული იმედგაცრუება აქვთ ამ ძალების მიმართ, ვფიქრობ, გამოსავალი ერთია – ახალი, ეროვნული, სუფთა წარსულის მქონე პოლიტიკური ძალების არჩევა, რომელიც ხალხის ინტერესებს დაიცავს. მეგობრებო, მავანმა შეიძლება იფიქროს, რატომ იღებს პარტია „მომავალი საქართველო“ არჩევნებში მონაწილეობას, თუკი ფული და რესურსი არ გაქვთ, რომ ამ მონსტრებს დაუპირისპირდეთო, მინდა გითხრათ რომ ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე, ასევე გვეყოლება დედაქალაქის მერობის კანდიდატიც და თუ იქნება თქვენი მახარდაჭერა, აუცილებლად გავიმარჯვებთ,რის შემდეგ მერწმუნეთ, თქვენ გეყოლებათ ხალხის ხმა თვითმმართველობებსა და მუნიციპალიტეტებში. ერთად უნდა დავძლიოთ სიღარიბე, უმუშევრობა და ყველა სახის კრიზისი. მერწმუნეთ, თქვენი მხარდაჭერით ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *