გიორგი ლაღიძე – „ქართველი ხალხი ახალი პოლიტიკური ძალების მოლოდინშია“

ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა რომ,ეწ,ძირითადი ოპოზიციური პროევროპული ძალები ქართულ ოცნებას ვერ უწევენ სათანადო წინააღმდეგობას და ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად
სცილდება დასავლურ ორბიტას
ვფიქრობ ამის ძირითადი მიზეზი არის რამოდენიმე ფაქტორი,1. პრორუსული პროპაგანდის მომძლავრება,საზოგადოებისათვის ყველაფერი ცუდის და გარყვნილების დასავლეთიდან თავსმოხვეულად შემოსაღება, ასეთ აზრს ავრცელებენ კრემლის პროპაგანდისტები, 2. დასავლეთის მიმართ იმედგაცრუებამ,მთელი რიგი მიზეზების და მათშორის 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში დაუხმარებლობამ,კიდევ ერთი და მთავარი ქართულ პროდასავლურ ოპოზიციას აღარ ყავს ელექტორატი ეს უნდა ვაღიაროთ,ისინი ვერ ახერხებენ წინააღმდეგობა გაუწიონ მოზღვავებულ რუსულ პროპაგანდას,ასევე ვერ ახერხებენ მხარდამჭერთა მობილიზებას და ახალი ელექტორატის მომხრობას,არადა საერთო ჯამში ეს ყოველივე აზარალებს ქვეყანას რომელიც უფსკრულისაკენ მიექანება,ვფიქრობ გამოსავალი ერთია ხალხმა ფსონი დადოს ახალ გაუსვრელ ეროვნულად მოაზროვნე პოლიტიკურ ძალებზე,რომელთვისაც უპირველესია ქვეყნის ეროვნული ინტერესები ჩვენი ტრადიეციების და სარწმუნოების დაცვა და ქვეყნის შეუქცევადი წინსვლა და ინტეგრაცია ევროპასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში,მეგობრებო ჩვენ პარტია ,,მომავალი საქართველო”-მზად ვართ ვიყოთ ქართველი ხალხის და სახელმწიფოს მსახურები!
გიორგი ლაღიძე 22.07.2021წელი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *