ვინ არის გიორგი ლაღიძე – ცოტა რამ მის შესახებ

გიორგი ლაღიძე – იურისტი, სამართალმცოდნე. დაიბადა გარდაბნის რ-ნი სოფელ კუმისში, 1976 წლის 14 აპრილს. 1996 წლიდან მოღვაწეობს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. იყო „სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ფონდის“ ქვემო ქართლის რეგიონის თავმჯდომარე და გამგეობის წევრი. 1998 წელს, დააფუძნა „სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა მიმართ სამართლიანობის დაცვის ორგანიზაცია“, რომლის პრეზიდენტიც გახლავთ დღემდე. 2000 წლიდან, გიორგი ლაღიძე, ასევე გახლდათ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მაკონტროლებელი საბჭოს წევრი. იგი მონიტორინგს ახორციელებდა საქართველოში არსებულ ყველა პენიტენციალურ დაწესებულებებზე. 2008 წელს, გიორგი ლაღიძემ, თანამოაზრეებთან ერთად, მიიღო გადაწყვეტილება წასულიყო პოლიტიკაში და ჩამოაყალიბა პარტია „მომავალი საქართველო“, დღემდე ის გახლავთ პარტიის თავმჯდომარე.

2008 წელს, გიორგი ლაღიძე იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მრჩეველთა საბჭოს წევრი. მონაწილეობა მიიღო, საქართველოს ახალი კონსტიტუციის შემუშავებაში.

2010 წელს, იგი გახლდათ, დედაქალაქის მერობის კანდიდატი. ასევე, 29/09/2010 წელს, საქართველოს ეროვნული აკადემიის მიერ, არჩეულ იქნა საქართველოს ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად – აკადემიკოსად.

ასევე, პარტიამ მონაწილეობა მიიღო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, სადაც მნიშვნელოვანი შედეგი აჩვენა.

2020 წელს, მისი ხელმძღვანელობით,  შეიქმნა,  ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია „დამცველი“, რომლის პრეზიდენტადაც იქნა არჩეული.

გიორგი ლაღიძის პარტია, მონაწილეობას იღებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, იგი გახლავთ დედაქალაქის მერობის კანდიდატი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *