გიორგი ლაღიძე – „ამომრჩეველი ფსონს არსებულ ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე აღარ დადებს“

პარტია „მომავალი საქართველო“-ს ლიდერის, გიორგი ლაღიძის განცხადებით, მის პარტიას, დაგეგმილ არჩევნებში ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს.

„ჩვენი საზოგადოება, დაიღალა ძველი სახეებით. ადამიანებით, რომლებიც იყვნენ ხელისუფლებაში და გადაბარგდნენ ოპოზიციაში ასეთ ადამიანებს უკვე საზოგადოებაში სანდოობის დაბალი ხარისხი აქვთ. საზოგადოება და ზოგადად ამომრჩეველი ფსონს არსებულ ხელისუფლებასა და ოპოზიციაზე აღარ დადებს, მათ სურთ ახალი პოლიტიკური ძალების ხილვა და ასეთი ძალა პარტია „მომავალი საქართველოა“. მე, ამის თქმის საფუძველს მაძლევს ჩვენი სუფთა წარსული და ის უანგარო დახმარება, რასაც ჩვენ მოქალაქეებს წლების მანძილზე ვუწევთ. მე მჯერა, რომ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე, ჩვენი პარტია მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერას მიიიღებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *