„ამ უმძიმესი ვითარებიდან ერთადერთი სწორი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა“

„ამ უმძიმესი ვითარებიდან ერთადერთი სწორი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა“-ამის შესახებ განცხადება პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ლაღიძემ „ივერიონის“ პრეს-კლუბში სტუმრობისას გააკეთა. პარტიის ლიდერის თქმით, ხელისუფლება, რომელიც ვერც საშინაო და ვერც საგარეო გამოწვევებს ვერ უმკლავდება, ასეთი ხელისუფლების არსებობა ქვეყანას სერიოზულად აზარალებს.

„ქვეყანაში უმძიმესი სოციალურ-პოლიტიკირი კრიზისია, რაც გამოიწვია მმართველი კოალიციის არასწორმა პოლიტიკამ. ფაქტიურად, ივანიშვილ-ღარიბაშვილის ხელისუფლებამ მოატყუა ქართული საზოგადოება, მათ არ  შეუსრულეს ხალხს დანაპირები. მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში გაცილებით უფრო მეტი ადამიანი დარჩა უმუშევარი, გამწვავდა პოლიტიკური ვითარება და ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს. ხელისუფლებამ ვერ შეძლო ლარის კურსის დასტაბილურება და ყოვლდღიურად მოსახლეობა უფრი და უფრო ღატაკდება“,-განაცხადა გიორგი ლაღიძემ, მისი თქმით, ხელისუფლება, რომელიც მედიას ომს გამოუცხადებს, ის აუცილებლად დამარცხდება.

„კიდევ ერთი გამოუსწორებელი შეცდომა, რაც ამ ხელისუფლებამ დაუშვა, ეს არის მედიასაშუალებებისადმი ბრძოლის გამოცხადება. დახურეს ტელეკომპანია „იმედზე“ ინგა გრიგოლიას ყველაზე რეიტინგული თოქ-შოუ, ამის შემდეგ მოხდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა მიშველაძის გადაცემის დახურვა, მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის პოლიტიკოსს გაყვა ცოლად. ამის შემდგომ მათ უკვე დაიწყეს გადამწყვეტი ბრძოლა „რუსთავი2“-ის წინააღმდეგ. თუ ჩვენ გადავხედავთ საქართველოს უახლეს ისტორიას, აღმოჩნდება, რომ თითქმის ყველა ხელისუფალი დამარცხდა მედიაშუალებების წინააღმდეგ წამოწყებულ ბრძოლაში. როდესაც შევარდნაძის უშიროების სამსახური შევიდა „რუსთავი2“-ში,  ამას მოყვა ხელისუფლების ცვლილება, ხოლო სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, როდესაც მათ დაარბიეს ტელეკომპანია იმედი, ამას მოყვა პრეზიდენტ სააკაშვილის ვადაზე ადრე გადადგომა. როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებამ წინა ხელისუფლებების მაგალითზე ვერ ისწავლა და ანალოგიურ შეცდომებს იმეორებს, რასაც აუცილებლად მოყვება ხელისუფლებაში ცვლილებები. ამ ხელისუფლებამ ვერ გაართვა თავი ქვეყნის წინაშე მდგარ ვერც საშინაო და ვერც საგარეო გამოწვევებს. ამ უმძიმესი პოლიტიკური ვითარებიდან ერთადერთი დროული და სწორი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტი არჩევნების დანიშვნაა“-განაცხადა გიორგი ლაძიძემ.  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მედია